(თსუ -ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №120/02-01, 27/04/2026 №122/02-01, 28/04/2026 ბრძანებებით)
(იხ. სტუდენტთა დაფინანსების წესი)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - XII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტი პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებით „საქართველოს ბანკიდან“;
- 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლი) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
- 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლი) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ).
- დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება:
- სოციალურად მოწყვლად ჯგუფს*;
- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი;
- მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები;
- ობოლი (უდედმამო);
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი);
- სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
(*შესაძლოა სტუდენტი განეკუთვნებოდეს ერთდროულად რამოდენიმე კატეგორიას, ასეთ შემთხვევაში ყველა კატეგორიისადმი კუთვნილება ანიჭებს დამატებით ქულას).
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს ფაკულტეტი.
კანდიდატებმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე: medicine@tsu.ge ფაილი დაასათაურეთ: გვარი, სახელი.
საბუთები მიიღება: 30 აპრილიდან - 5 მაისის ჩათვლით 10 საათიდან-18:00 საათამდე მორფოლოგიის ინსტიტუტი, №324;
კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 11 მაისისა;
აპელაცია 13 მაისის 12:00 სთ. -მდე.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 14 მაისისა.
გისურვებთ წარმატებებს!